ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, მედიაცენტრი გაიხსნა.
ცენტრი მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კანდიდატებსა და პოლიტიკურ პარტიებს, ინფორმაციის გავრცელებისა და დისკუსიის საშუალებას აძლევს.
მედიაცენტრის გახსნის მიზანი, კანდიდატებსა და მათ ამომრჩევლებს შორის დიალოგის წარმართვაა.
წინასაარჩევნო პერიოდში დაგეგმილია ბრიფინგების ორგანიზება და კანდიდატებს შორის წინასაარჩევნო დებატების მოწყობა.
ცენტრის გახსნას ახალციხეში ადგილობრივი მოსახლეობა, პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მონაწილეებმა ქალაქში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. მათ მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა, კანდიდატებს მოუწევთ.
მედიაცენტები საქართველოს 10 ქალაქში USAID–ის პროექტის ფარგლებში გაიხსნა.