საზოგადოება
ჟვანიას სკოლა, მინაძეში, ქართული ენის შემსწავლელ კურსებს ჩაატარებს
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, სოფელ მინაძეში, სომხურენოვანი პედაგოგებისთვის ქართული ენის შემსწავლელ კურსებს ჩაატარებს. ამისთვის ერთი ოთახი ახალციხის მუნიციპალიტეტმა სოფელში მდებარე ადმინისტრაციული შენობიდან გამოუყო.

სკოლას ფართი, უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, მიმდინარე წლის 29 დეკემბრამდე გადაეცა.

ფართის გამოყოფაზე მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს, 19 ივლისს იმსჯელა. დეპუტატებმა საკითხი დადებითად გადაწყვიტეს.

ჟვანიას სკოლა, დარგობრივი კურსების პარალელურად სახელმწიფო ენის სწავლებას ახორციელებს. პროგრამით სწავლება მიმდინარეობს სკოლის 10 რეგიონულ სასწავლო ცენტრსა (ახალქალაქი, ნინოწმინდა, ბოლნისი, მარნეული, დმანისი, გარდაბანი, წალკა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი სოფელი ლამბალო, ახმეტა და ლაგოდეხი) და მობილურ ჯგუფებში, რაც გულისხმობს სწავლებას ცენტრებს გარეთ.

სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა, ხელისუფლების მიერ სრულად ფინანსდება.


| Print |