ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში სასმელი წყლის პრობლემა არათუ მოგვარდა, პირიქით – მდგომარეობა გართულდა.
მეორე წყარო, რომლითაც მოსახლეობა ძირითადი წყლის დაკარგვის შემდეგ სარგებლობდა, დაშრა. ადგილობრივები პასუხისმგებლობას "მკტვარიჰესს" აკისრებენ, რადგან წყლის პრობლემა სწორედ გვირაბის მშენებლობისას გაჩნდა. თავის მხრივ "მტკვარი ჰესმა" მიზეზის დასადგენად კვლევა უკვე დაიწყო.