საზოგადოება
ბორჯომში მოხალისეებმა პლატოს ტყე დაასუფთავეს
ბორჯომში, საქართველოს 15-მდე მოხალისემ, პლატოს ტყე დაასუფთავა. ახალციხელმა, ადიგნელმა და ბორჯომელმა ახალგაზრდებმა, ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს. აქციაში მშვიდობის კორპუსის მოხალისეებიც ჩაერთვნენ.

აქცია პროექტის "საქართველოს მოხალისე" ფარგლებში ჩატარდა, რომლის მხარდამჭერი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროა, რეგიონში მას "სამცხე-ჯავახეთის მედია-ცენტრი" ახორციელებს.


ტელეკომპანია "ბორჯომის" ვიდეომასალა.

| Print |