საზოგადოება
ქალაქ ახალციხისა და სოფლების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
ქალაქ ახალციხესა და სოფლების ნაწილში. 1 700–მდე აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. “ენერგო–პრო ჯორჯია” ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დენს პირველ აგვისტოს გათიშავს.

12:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აგარის, აწყურის, საყუნეთის, ზიკილიისა და ქ. ახალციხის ნაწილს.

14:35-დან 17:35 საათამდე კი დენის გარეშე დარჩებიან ქ. ახალციხის ნაწილის, ურაველის, ჭაჭარაქის, ანდრიაწმინდისა და ხეოთის აბონენტები.

კომპანიის განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |