სომხურ–ქართული რეგიონების ტურისტული გზამკვლევის პრეზენტაცია ახალციხეში
18:03 / 04.08.2017
ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრში, ტურისტული გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნი ქართულ, სომხურ და ინგლისურ ენაზეა. მასში თავმოყრილია მასალები შირაკისა და სამცხე–ჯავახეთის რეგიონებში, კულტურულ, ისტორიულ ძეგლებზე, ტურისტულ მარშრუტებზე.
პრეზენტაციას სამოქალაქო სექტორისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გზამკვლევი ახალგზრდებმა, სპეციალისტების დახმარებით მოამზადეს. წიგნის 1 000 ეგზემპლარი საქართველოსა და სომხეთში უფასოდ გავრცელდება.მიზანი ტურისტული მარშტურების პოპულარიზაციაა.
გზამკვლევი პროექტის – “ახალგაზრდა მოგზაურების” ფარგლებში გამოიცა, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს. პროექტს “სამოქალაქო ინიციატივების ასოციაცია” ახორციელებს