საზოგადოება
“პრიორიტეტები შეიცვალა” – ახალციხის მერია მტვერსასრუტ მანქანას აღარ ყიდულობს
ქალაქ ახალციხის ბიუჯეტში, ცვლილებები შევიდა. მტვერსასრუტი მანქანისთვის გამოყოფილმა 180 000 ლარმა, ინფრასტრუქტურული პროექტების მუხლში გადაინაცვლა.
ბიუჯეტის სხვადასხვა მუხლებიდან გამოთავისუფლებული და ტენდერებიდან ეკონომიის სახით მორჩენილი თანხები, რამაც 690 000 ლარი შეადგინა, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გადანაწილდება.

ამ თანხიდან 280 000 ლარი, 9 აპრილის ქუჩის დასაწყისში, 29 მეასედ ფართობზე, 4 000 მესხის სახელობის სკვერის მოწყობას მოხმარდება.

ამავე მუხლიდან გამოიყოფა წიქვაძის ქუჩის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა.

ქუჩების კეთილმოწყობას მოხმარდება 16 000 ლარი, რომლითაც ქალაქის მერია საყვავილეების შეძენას აპირებდა.

ბიუჯეტში შესულ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა.

| Print |