საზოგადოება
გურამ მელიქიძე: ,,ჩვენი დეოკუპაცია უნდა მოხდეს მშვიდობიანად"
დღეს, აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს მთელ საქართველოში.

სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხუთდღიანი ომის გმირები გაიხსენა.

,,სევდას სიამაყეც მოყვება, რადგან რუსეთს ჩვენმა ბიჭებმა ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს"–განაცხადა დავით ფეიქრიშვილმა.

აგვისტოს ომის გმირები ადიგენიდან:

1. დევი ჩადუნელი

2.ალექსანდრე ზაზაშვილი

3.არტემ ბალახაშვილი


ომის გმირი ახალქალაქიდან:

1.თამაზ მელიქიძე

ომის გმირი ასპინძიდან:

1.ტარიელ ქამაშიძე

ომის გმირი ახალციხიდან:

ანზორ გელდიაშვილი

2008 წლის აგვისტოს ხუთდღიან ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინებით გუბერნიის, გამგეობისა და მერიის პირველმა პირებმა და თანამშრომლებმა შეამკეს.

| Print |