სოფელ დაბაში, მეხანძრე–მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება შეძლეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. ამჟამად ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ადგილზე რჩებიან მაშველები, მოხალისეები და ვერტმფრენი, რომლებიც მცირე კერების ჩაქრობას ცდილობენ.
ამ დროისთვის დამწვარია სავარაუდოდ, 5 ჰა. ფართობი.
ხანძარი სოფელ დაბის ტერიტორიაზე გუშინ, 20 აგვისტოს, დაახლოებით14:00 საათზე
გაჩნდა. თავდაპირველად ცეცხლი ხმელ ბალახს ეკიდა. რთული რელიეფური პირობების გამო, ხანძრის ლოკალიზებაში ვერტმფრენიც იყო ჩართული.