ადიგენის, ნინოწმინდისა და ახალქალაქის მოსახლეობის ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
სამცხე–ჯავახეთში „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდება 67 აბონენტს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ხულგუმო, ტამბოვკა და ასფარა.
11:00-დან 18:00 საათამდე - 23 აბონენტს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში უდე და ზაზალო.
13:00-დან 15:00 საათამდე 625 აბონენტს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ბეჟანო, ტაბაწყური, ჭიხარულა, მოლითი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.