საზოგადოება
ადიგენის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

25 აგვისტოს, 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 16 აბონენტს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უტყისუბანში.

11:00-დან 18:30 საათამდე 275 აბონენტს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ოკამი, ხავეთი, დავნია და ერინჯა.

11:00-დან 18:00 საათამდე 67 აბონენტს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ხულგუმო, ტამბოვკა და ასფარა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |