ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სამხედრო ძალები ჩაერთო
დილიდან, სტიქიის ლოკალიზაციის პროცესში, თავდაცვის სამინისტროს საჯარისო დანაყოფები ჩაერთვნენ.
ბორჯომის ხეობაში 1 000–ზე მეტი სამხედრო მუშაობს. საგანგებო შტაბში აცხადებენ, რომ ჯარისკაცები ახლადგაჭრილი გზების მეშვეობით, ცეცხლის კერებს მიუახლოვდებიან, მათ ლოკალიზაციას და შემდგომ დამუშავებას მოახდენენ.
პრემიერ–მინისტრის განცხადებით, გაწეული სამუშაოებიდან გამომდინარე უკვე შესაძლებელია ფიზიკური წვდომა ცეცხლის ყველა ზონასთან და დადგა იმის საჭიროება, რომ სამუშაოებში ორგანიზებული, ცოცხალი ძალა ჩაერთოს.
საგანგებო შტაბის სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოქმედების გეგმა, თავდაცვის სამინისტროს პირველი ქვეითი ბრიგადის აღმოსავლეთის სარდალმა შავლეგო ტაბატაძემ გააცნო.
„სამუშაოებში ჩაერთნენ აღმოსავლეთ სარდლობის პირად შემადგენლობაში შემავალი რამდენიმე ბრიგადა“ - აღნიშნავენ შტაბში.