ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენებმა მუშაობა განაახლეს
ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენებმა მუშაობა ისევ განაახლეს.
ადგილზე კვლავ 2 ქართული, 2 თურქული, 1 აზერბაიჯანული და 1 ბელარუსული ვერტმფრენი მუშაობს. საქართველოში რჩება თურქული თვითმფრინავი, რომელიც ასევე ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში მონაწილეობს.
ამ დრომდე რთული ვითარებაა ხანძრის ახალ კერებთან, სადაც ცოცხალი ძალა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა.
ძლიერი ქარის გამო, იმ კერების ნაწილიც თავიდან აალდა, რომლის ლოკალიზებაც მეხანძრეებმა მოახერხეს.
მთელი ღამის განმავლობაში ხანძრის ლოკალიზება მიმდინარეობდა სასაფლაოს მიმდებარედაც. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, რომ ცეცხლი სასაფლაოზე არ გადასულა.