საზოგადოება
სვირში ხანძარი ლოკალიზებულია - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში, ხანძარი ლოკალიზებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. მეხანძრე–მაშველები ამ დროისთვის ცალკეული კერების ქრობას ახორციელებენ.

სამუშაოებში ჩართულა ვერტმფრენი, ასევე ცოცხალი ძალა და შესაბამისი ტექნიკა. აღნიშნულ ლოკაციაზე მუშაობს განსაკუთარებულ დავალებათა დეპარტამენტის დაახლოებით 170-მდე თანამშრომელი და სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში ხანძარი 28 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში გაჩნდა.

| Print |
თეგები: ხანძარი / სვირი /