აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უკრაინული თვითმფრინავი უკვე ჩაერთო. თვითმფრინავმა ხანძრის კერებს უკვე რამდეჯერმე გადაუფრინა და წყალი გადაასხა.
შსს-ს ინფორმაციით, ასევე უკვე საქართველოშია აზერბაიჯანული ვერტმფრენი, რომელიც ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უახლოეს საათებში ჩაერთვება. უახლოეს საათებში შემოვა ქვეყანაში თურქული ავიაციაც.
უკრაინული თვითმფრინავი АН-32П საქართველოში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ გამოიგზავნა. თვითმფრინავი 8 ტონა წყალს იტევს.
გთავაზობთ, ვიდეომასალას ტყიდან, როცა ინფორმაცია მიიღეს უკრაინული თვითმფრინავის აბასთუმანთან მოახლოების შესახებ.