ერთად ტყის გადასარჩენად, ამ სლოგანით გამართა "დემოკრატ მესხთა კავშირმა" საინფორმაციო აქცია ახალციხის ცენტრალურ პარკში.
მიზანი მოქალაქეების ცნობიერების დონის ამაღლება იყო.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოში გახშირებული ხანძრების არაერთ ვერსიას და მათ შორის ყველაზე აქტიურად - დივერსიას განიხილავენ, ორგანიზაციამ აუცილებლად მიიჩნია, ინფორმაციის გავრცელებით, ტყეში შესაძლო დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის რისკი შეემცირებინა.