ადიგენის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
ადიგენში ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდება.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება 10:30-დან 18:00 საათამდე შეეზღუდება 965 აბონენტს დაბა ადიგენში ზაზაშვილის, დევი ჩადუნელის, გოგებაშვილის, რუსთაველის და მიმდებარე ქუჩებზე და მუნიციპალიტეტის სოფლებში ლელოვანი, ყარათუბანი, იჯარეთი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.