პოლიტიკური პარტიები საუბნო კომისიის წევრებს არჩევენ
შვიდი პოლიტიკური პარტია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ნიშნავს.
მათი წარდგენის ვადა, საოლქო საარჩევნო კომისიაში 11 სექტემბერს ამოიწურა.
ახალციხის 35–ვე უბანზე კომისიის წევრები ყველა პარტიამ დანიშნა, თუმცა რამდენიმე მათგანს ხარვეზი დაუფქსირდა და მის გამოსასწორებლად, სამდღიანი ვადა მიეცათ. იმ შემთხვევაში, თუ პარტიები ხარვეზს არ გამოასწორებენ, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, საოლქო კომისია დანიშნავს.
უბნის წევრებს "ქართული ოცნება," "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა," "ევროპული საქართველო," "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა," "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი," "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" და "ქრისტიან–კონსერვატიული პარტია" ნიშნავენ.