საზოგადოება
ნინოწმინდისა და ბორჯომის მოსახლეობას, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება (R)
ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 სექტემბერს, 11:00-დან 15:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 147 აბონენტს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში.

11:00-დან 18:30 საათამდე 863 აბონენტს ქ. ნინოწმინდაში თავისუფლების, პუშკინის, აივაზოვსკის, საიათნოვას და მიმდებარე ქუჩებზე.

12:00-დან 16:30 საათამდე - 902 აბონენტს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში დიდი ხანჩალი, დილითი, პატარა ხანჩალი, კატნატუ.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |