ბორჯომში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
ქალაქ ბორჯომსა და მის სოფლებში, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 სექტემბერს, 12:00-დან 15:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1 097 აბონენტს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში მზეთამზე, კიმოთისუბანი, წაღვერი, ცემი, პატარა მიტარბი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.