სანატორიუმ "ბორჯომის" ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი ერთადერთი ხიდი რეაბილიტაციას საჭიროებს.
ხიდი ბოლო 2 წელია ავარიულ მდგომარეობაშია და მასზე გადაადგილება საფრთხეს უქმნის მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ბავშვებს.
გადაადგილება უჭირთ ავტომობილის მძღოლებსაც.როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი აცხადებს, ადგილობრივი ხელისუფლება დევნილებს წლებია პასუხობს,რომ ხიდი მათ ბალანსზე არ იმყოფება და ამიტომ რეაბილიტაციას ვერ პირდებიან.
ვალერი გრიგალაშვილი აცხადებს,რომ თუ ხიდი არ შეკეთდება იგი კონკრეტულ დოკუმენტაციას გაასაჯაროებს და ერთ-ერთ მაღალჩინოსანს ამხელს.
ადგილობრივ ხელისუფლებაში კი ირწმუნებიან,რომ ხიდის ზედაპირს რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში ჩაუტარდება, სრულ რეაბილიტაციას კი მოსახლეობას 2018 წლამდე ვერ პირდებიან.