დაპირება, რომელმაც სამი თვის წინ საპროტესტო აქცია დაშალა, ჯერ კიდევ შეუსრულებელია.
ახალციხეში, ტაბიძის ქუჩის მოსახლეობის პრობლემები და შესაბამისად, მოთხოვნები – არ შეცვლილა.
მოსახლეობის პროტესტს გზის, სასმელი წყლის, გარე განათებისა და ნაგვის ურნების არქონა იწვევს.