საზოგადოება
დავით ტურაშვილის შეხვედრა ზანავისა და გოგაშენის მოსახლეობასთან

ცნობილი ქართველი მწერალი, დავით ტურაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ზანავისა და გოგაშენის მოსახლეობას შეხვდნენ.



მათ ადგილობრივებთან დასავლეთის ქვეყნების მიერ საქართველოსთვის გაწეულ დახმარებაზე, ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობებსა და საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე იმ მითებისა და დეზინფორმაციის შესახებაც იმსჯელეს, რომელიც საქართველოში ანტიდასავლური განწყობების შესაქმნელად ვრცელდება.

სტუმრებმა ხაზი გაუსვეს, თუ რა ღირებულებები აერთიანებს საქართველოსა და სხვა ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებს.

შეხვედრები არაფორმარულ გარემოში გაიმართა, სადაც მოსახლეობას კითხვების დასმისა და სტუმრებთან ერთად  მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის საშუალება მიეცათ.

 


| Print |