საზოგადოება
ახალციხის, ადიგენისა და ახალქალაქის სოფლებში, ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
ახალციხეში, ადიგენსა და ახალქალაქში, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 სექტემბერს, 09:00-დან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 988 აბონენტს ახალციხის რაიონის სოფლებში წინუბანი, ტყემლანა, თისელი და მიმდებარე სოფლებში.

10:35-დან 18:05 საათამდე 419 აბონენტს ადიგენის რაიონის სოფლებში მოხე, დერცელი, ჭეჭლა და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 18:30 საათამდე 625 აბონენტს ახალქალაქის რაიონის სოფლებში ბეჟანო, ტაბაწყური, ჭიხარულა და მიმდებარე სოფლებში.

12:30-დან 15:30 საათამდე 900 აბონენტს აბასთუმანში რუსთაველის, ფალიაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |