ფერსათის მთაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელთან ხანძარი ლიკვიდირებულია.
ფერსათის მთაზე ამჟამად საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები მონიტორინგს აწარმოებენ. მეხანძრე–მაშველები ჩამქრალ კერებს კიდევ რამდენიმე დღე დააკვირდებიან, რათა ცეცხლის გაღვივება გამოირიცხოს.
სოფელ დერცელთან, ღაღვის სატყეო უბანზე ხანძარი 21 სექტემბერს, საღამოს გაჩნდა. ცეცხლი მიუვალ ადგილზე, წიწვოვან ტყეს ეკიდა.
ხანძრის კერებამდე მისასვლელად, მძიმე ტექმიკის დახმარებით გზები გაიჭრა. ადგილზე მუშაობდა სპეცტექნიკა და ცოცხალი ძალა. ჯერჯერობით უცნობია, რა ფართობის ტყე დაიწვა ხანძრის შედეგად.