ახალციხეში, ადგილობრივი ქალების პრობლემები გამოიკვლიეს.
ამ მიზნით, სამოქალაქო საბჭოს წევრებმა, მუნიციპალიტეტის სოფლებში შეხვედრები გამართეს.
პროექტი “ქალები ქალებისთვის” ახალციხეში, ბორჯომში, ნინოწმინდასა და მარნეულში ხორციელდება. მისი მიზანი ქალთა საჭიროებების გამოკვეთა, მათი გააქტიურება და საარჩევნო პროცესებში ქალების ჩართულობაა.