საზოგადოება
ახალციხისა და ადიგენის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ოქტომბერს,
11:30-დან 17:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 500 აბონენტს ახალციხის რაიონის სოფლებში: კლდე და წნისი, 12:00-დან 14:00 საათამდე ახალციხის რაიონის სოფელ ჭაჭარაქში,

10:30-დან 18:00 საათამდე 20 აბონენტს ადიგენში, სოფელ ზაზალოში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში. (R)
| Print |