ახალციხესა და ახალქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 ოქტომბერს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
09:30-დან 14:00 საათამდე 994 აბონენტს ახალციხის რაიონის სოფლებში წყრუთი, სვირი, ელიაწმიდა და მიმდებარე სოფლებში,
12:15-დან 18:00 საათამდე 238 აბონენტს ახალქალაქის რაიონის სოფლებში გოგაშენი, აზმანა, აფნია და მიმდებარე სოფლებში,
14:30-დან 19:00 საათამდე 386 აბონენტს ახალციხეში ყაზბეგის, ათონელის, ციხისძირის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.