საზოგადოება
ბაკურიანში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
ბაკურიანში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა, რომელიც მოსახლეობას სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტ სერვისს სთავაზობს.


იუსტიციის მნისტრმა თეა წულუკიანმა, ცენტრი რეგიონის პირველ პირებთან ერთად გახსნა.

ცენტრი მომხმარებელს გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან წვდომასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობს.

ბაკურიანის საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდა იუსტიციის სახლის სერვისების, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მომსახურებების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სერვისები.

აქვე გაიცემა სოციალური სააგენტოს სერვისები.

 

 

 


| Print |