საზოგადოება
ახალციხეში ვეტერანის დღე აღნიშნეს
17 ოქტომბერს ვეტერანის დღე აღინიშნება.
თარიღი აღნიშნეს ახალციხეშიც. ომის მონაწილეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ცენტრალურ პარკში შეიკრიბნენ და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

ვეტერანებმა გმირულად დაღუპული თანამებრძოლები გაიხსენეს.

თარიღი 2014 წელს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივით დაარსდა.

| Print |