ქალაქ ახალციხეში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს, ქალაქ ახალციხეში, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 31 ოქტომბერს, 11:00სთ-დან 18:00სთ-მდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ქალაქ ახალციხეში თამარაშვილის, თამარ მეფის და გამრეკელის ქუჩების 3 აბონენტს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.