შავ სიაში დარეგისტრირებული კომპანია და უხელფასოდ დარჩენილი თანამშრომლები
13:59 / 22.11.2017
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ საროს ოცამდე მაცხოვრებელი კუთვნილი თანხის მიღებას ოთხი თვეა უშედეგოდ ითხოვს.
,,წყალ გათბობის სამონტაჟო ფირმის საქართველოს ფილიალი", რომელმაც შპს ,,საქართველოს მელიორაციის" მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა, ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ვერ ასრულებს. პროექტის ფარგლებში დასაქმებული ადგილობრივები დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვენ.
ანზორ გიორგაძე ერთერთია საროს მაცხოვრებელთა შორის, რომელიც დაპირებულ ხელფასს მეოთხე თვეა ელოდება. თანამშრომელთა მსგავსად, მასაც მხოლოდ კომპანიის ფინანსური მენეჯერის ნომერი აქვს, რომელსაც კითხვაზე მხოლოდ ერთი პასუხი აქვს – შპს საქართველოს მელიორაციიდან თანხის დარიცხვას ისიც ყოველდღე ელოდება.
შპს საქართველოს მელიორაციის მიერ 2016 წელს გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში, გამარჯვება ,,წყალ გათბობის სამონტაჟო ფირმის საქართველოს ფილიალმა", მოიპოვა, რომელსაც 1 079 000 ლარად სარო–ხიზაბავრის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხისა და პირველი და მეორე აწევის სატუმბი სადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა განეხორციელებინა. დასაქმებული მუშები ამბობენ, რომ პროექტით გათვალისწინებული ძირითადი საქმიანობა შესრულებულია, თუმცა სამუშაოები ბოლომდე ჯერ არ დასრულებულა.
საქართველოს მელიორაციამ ,,წყალ გათბობის სამონტაჟო ფირმის საქართველოს ფილიალს", ხელშეკრულება გასული წლის 24 აგვისტოს გაუფორმა და პირველადი კონტრაქტის მიხედვით სამუშაოები 2017 წლის 31 ივლისს უნდა დასრულებულიყო. თუმცა, 31 ივლისს, ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა, სადაც შემსყიდველმა სამუშაოების დასასრულებლად ვადის გაგრძელება 30 სექტემბრამდე მოითხოვა. ვადის გაგრძელების მიუხედავად ნიჯგორის, საროსა და ხიზაბავრისთვის წყალსაქაჩი სისტემის ამოქმედება მაინც ვერ მოხერხდა. აზერბაიჯანული კომპანიის მიერ ხელშეკრულებაში მითითებულ ნომერზე დაკავშირება ვერც მეცხრე არხმა შეძლო. დაპირების მიუხედავად ხელფასები ვერ მიიღეს ვერც დასაქმებულმა მუშებმა.
სარო–ხიზაბავრის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაციას შპს "საქართველოს მელიორაცია" ახორციელებს. აღნიშნული კომპანიის 100%–იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის #216 –ე განკარგულებით სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული აზერბაიჯანული კომპანია "წყალგათბობის სამონტაჟო ფირმის ფილიალი საქართველოში" ასრულებს. მუშები, რომლებიც სოფელ საროში, წყალსაქაჩის სისტემის რეაბილიტაციის პროექტში 2016 წლის ნოემბრიდან დასაქმდნენ, კუთვნილი ანაზღაურების მიღებას ისევ ითხოვენ. ამბობენ, რომ ძირითადი საქმიანობის დასრულების შემდეგ, მათ ხელმძღვანელობიდან აღარავინ შეხვედრია. შპს ,,საქართველოს მელიორაციის" #3015–ის განკარგულებით, აღნიშნული კომპანია შავ სიაში დარეგისტრირდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.