უჩა ნანუაშვილი სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
საქართველოს სახალხო დამცველი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. უჩა ნანუაშვილმა ახალგაზრდებს ომბუდსმენის აპარატის მანდატი, ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მთავარი გამოწვევები და მიღწევები გააცნო.

ამის შემდეგ, სახალხო დამცველმა მათ შეკითხვებს უპასუხა. ახალგაზრდები ძირითადად, ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით, სამცხე–ჯავახეთში არსებული მდგომარეობით დაინტერესდნენ. კითხვები ასევე დაისვა , შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის არაადაპტირებულ გარემოზე, პატიმრების უფლებებზე, მოხეს სადავო შენობასთან დაკავშირებით, კომისიის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე და სხვა.

ომბუდსმენის აპარატმა უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრა პირველად გამართა. სახალხო დამცველის თქმით, ისინი ანალოგიური აქტივობების გაგრძელებას მომავალში აპირებენ, როგორც სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტთან, ასევე სხვა უმაღლეს სასწავლებელებთანაც.

უჩა ნანუაშვილმა შეხვედრა სტუდენტებთან ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში გამართა.

ავტორები: თიკო კურტანიძე, ნანა ინასარიძე.

| Print |