საზოგადოება
"დაგვიბრუნეთ ჩამორთმეული ავტომანქანები" – საპროტესტო აქცია ახალციხეში
ახალციხეში, ადმინისტრაციულ შენობასთან, ამ წუთებში საპროტესტო აქცია იმართება.
50–მდე მძღოლი თვეების წინ, პოლიციელების მიერ ჩამორთმეული ავტომობილების დაბრუნებას ითხოვს. აქციის მონაწილეებს მუნიციპალიტეტის ან რეგიონის პირველ პირთან შეხვედრა სურთ.

როგორც მამაკაცები ამბობენ, სამართალდამცავებმა მათი კუთვნილი ავტომანქანები, ხე–ტყის უკანონო გადაზიდვის დროს ჩამოართვეს. ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ ის ტაქსის მძღოლია და ტვირთის წარმომავლობის შესახებ არაფერი იცოდა.

რატომ არ უბრუნდებათ თვეების წინ ჩამორთმეული ტრანსპორტი მესაკუთრეებს – კითხვაზე პასუხს "მე–9 არხი" შსს–გან ამ დრომდე ელის.

აქციაზე იმყოფება ჩვენი გადამღები ჯგუფი და სიუჟეტს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
| Print |