საახალწლო ღონისძიებებისთვის 45 ათასი ლარი დაიხარჯება
21:59 / 22.12.2017
ახალციხის მნიციპალიტეტში, საახალწლო მორთულობები მონტაჟდება.
მთავარი ნაძვის ხე, ცენტრალურ პარკში 25 დეკემბერს 18:00 საათზე აინთება.
მერიაში აცხადებენ, რომ 26–31 დეკემბრის ჩათვლით, თოჯინების თეატრი, ყოველდღიურად 14:00 საათზე ახალციხის ცენტრალურ პარკში დამონტაჟებულ სცენაზე, სპექტაკლებს გამართავს.
15:00 საათზე, მათ ადგილობრივი ანბამბლები მუსიკალური ნომრებით შეუერთდებიან.
წინასაახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, 30 დეკემბერს, მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი, მაყურებლის წინაშე, სპეკტაკლით „რწყილი და ჭიანჭველა“ წარსდგება.
მერია სიურპრიზად ტოვებს იმ ცნობილი ვარსკვლავის ვინაობას, ვინც 31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს ახალციხეში იმღერებს.
საახალწლო ღონისძიებები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას 45 000 ლარი დაუჯდება.