საზოგადოება
28 დეკემბერს, ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 დეკემბერს, ელექტროენერგიის მიწოდება 12:30-დან 15:30 საათამდე შეეზღუდება 749 აბონენტს

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში გორელოვკა, ჟდანოვი, ორლოვკა, სპასოვკა და მიმდებარე სოფლებში.

13:00-დან 15:00 საათამდე - 1189 აბონენტს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ეშტია, ოროჯალარი, თორია, ყაურმა, და მიმდებარე სოფლებში.

15:00-დან 18:00 საათამდე - 1014 აბონენტს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში მაჯადია, ორჯა, ოლავერდი, კოჩიო და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |