სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ქალაქ ბორჯომში, დაბა ბაკურიანსა და ახალდაბაში, საზოგადოებრივი კვების ობიექტები შეამოწმა.
სასტუმროების, რესტორნების და კაფე-ბარების კვების ბლოკებში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, სურსათის ეტიკეტირება, შენახვისა და რეალიზაციის პირობები შემოწმდა.
პარალელურად, გადამოწმდა რეგისტრირებული ბიზნესოპერატორების ბაზაც.
სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა 74 ობიექტზე. გამოვლენილი დარღვევების გამო, 46 მათგანი დაჯარიმდა. ბიზნესოპერატორებს მიეცათ შესაბამისი რეკომენდაციები.
სურსათის ეროვნული სააგენტო ზამთრის კურორტებზე საზოგადოებრივი კვების ობიექტების შემოწმებას სისტემატურად ატარებს.
ინფორმაციასა და ფოტომასალას, სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.