ახალციხის და ადიგენის სოფლებში ელექტროენერგია გაითიშება (R)
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 თებერვალს, ელექტროენერგიის მიწოდება 10:30-დან 18:00 საათამდე შეეზღუდება 1 674 აბონენტს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში უდე, არალი, წარბასთუმანი, ზაზალო.
11:00-დან 18:00 საათამდე - 202 აბონენტს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყრუთი და წირა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.