საზოგადოება
ადიგენში, ახალციხესა და ასპინძაში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 თებერვალს, ელექტროენერგიის მიწოდება

10:30-დან 18:00 საათამდე შეეზღუდება 1674 აბონენტს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში: უდე, არალი, წარბასთუმანი, ზაზალო.

11:00-დან 18:00 საათამდე - 202 აბონენტს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში: წყრუთი, წირა.

12:00-დან 18:00 საათამდე - 467 აბონენტს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ნაქალაქევი, თმოგვი, ნიალა, გავეთი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |