საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი
22-23 თებერვალს საქართველოს უმეტეს რაიონებში მცირე ნალექია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურში განაცხადეს, რომ ხვალ და ზეგ როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია მცირე ნალექი. რაც შეეხება დედაქალაქს, ხვალ თბილისშიც მოსალოდნელია მცირე ნალექი, ხოლო 23 თებერვალს დედაქალაქში უნალექო ამინდი იქნება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსის განცხადებით, 22-23 თებერვალს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 10-15 გრადუსი იქნება, ხოლო აღმოსავლეთში - 7-12 გრადუსი.