ქალაქ ვალეში, #1 საბავშვო ბაღმა, რეაბილიტაციის შემდეგ, მუშაობა განაახლა.
ბაღის შენობის რემონტი მთის განვითარების ფონდიდან, 575 000 ლარით დაფინანსდა. ავეჯი და ინვენტარი World Vision–მა შეიძინა. საბავშვო ბაღი 210 აღსაზრდელზეა გათვლილი.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა World Vision-ის წარმომადგენელთან, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად გახსნა.
შენობის რემონტი 2017 წლის ზაფხულში დაიწყო. რეაბილიტირებულ შენობაში სასწავლო პროცესის განახლება სექტემბრიდან იგეგმებოდა, თუმცა სარემონტო სამუშაოები ექვსი თვით გაჭიანურდა.
პრობლემები შეიქმნა დასაქმებულთა ანაზღაურებისას. მუშებმა სახელფასო დავალიანების გასტუმრება საპროტესტო აქციით მოითხოვეს.
ამ ხნის მანძილზე საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებული იყო.