ადიგენის სოფლებში დენი გაითიშება (R)
"ენერგო-პრო ჯორჯია"-ს აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 მარტს, 10:00-დან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1 564 აბონენტს ადიგენის რაიონის სოფლებში ვარხანი, ბილაჯური, აბასთუმანი, ბენარა, ქიქინეთი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.