ახალციხეში, ბორჯომსა და ახალქალაქში დენი გაითიშება
„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 მარტს, 10:00-დან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1 393 აბონენტს ბორჯომის რაიონის სოფლებში მზეთამზე, წაღვერი, პატარა მიტარბი, დაბა და მიმდებარე სოფლებში.
11:00-დან 18:00 საათამდე 97 აბონენტს ახალციხის რაიონის სოფელ ხეოთში.
13:00-დან 14:00 საათამდე ახალქალაქის რაიონის სოფლებში ბუღაშენი, ბალხო, ზაკვი, არაგვა და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.