საზოგადოება
საბარგო სადგურის დასახლებაში საკანალიზაციო ქსელის მონტაჟი სრულდება
საბარგო სადგურის დასახლებაში, კანალიზაციის ქსელის მოწყობა სრულდება.
ქალაქის ამ უბანს, კანალიზაციის სისტემა არასდროს ჰქონია. ამის გამო, ადგილობრივები ანტისანიტარიასა და შემაწუხებელ სუნზე წლების მანძილზე ჩიოდნენ. ქალაქის ამ ნაწილში ცხოვრება, ზაფხულობით გაუსაძლისი ხდებოდა.

ამჟამად ახალციხეში, საბარგო სადგურის დასახლებაში წყალანირების ცენტრალური მილის მონტაჟი მიმდინარეობს. პროექტს, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით, "ვიპ პლიუსი" ახორციელებს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, სამუშაოები კიდევ ორ კვირას გასტანს.

პროექტის მიხედვით, ქალაქის გარეუბანში 6 კმ–მდე სიგრძის წყალარინების ქსელი მოეწყო. 1 200-მდე ადგილობრივის მთავარი პრობლემის გადასაჭრელად, 827 ათას ლარამდე დაიხარჯა.

საბარგო სადგურის დასახლების საკანალიზაციო სისტემის გარდა, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, სამცხე–ჯავახეთში კიდევ სამ მსხვილ პროექტს ახორციელებს.

| Print |