საზოგადოება
ახალციხეში, ბორჯომში, ასპინძასა და ახალქალაში, დენი გაითიშება (R)
"ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 6 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება 16:00 დან 17:00 საათამდე შეეზღუდება 36 აბონენტს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებს ვალე, ფარეხა, სხვილისი.

10 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00დან 18:00 საათამდე შეეზღუდება 1 104 აბონენტს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში მზეთამზე, წაღვერი, კიმოთი, ცემი და მიმდებარე სოფლებში.

12:00დან 17:00 საათამდე 2 212 აბონენტს ბორჯომში რუსთაველის ქუჩა, სოფლებში ყვიბისი, ახალდაბა, რველი, ზანავი და მიმდებარე სოფლებში.

11:00 დან 18:00 საათამდე 1183 აბონენტს ასპინძის რაიონის სოფლებში ხიზაბავრა, ტოლოში, აწყვიტა, ნიჯგორი და მიმდებარე სოფლებში.

11:00დან 18:00 საათამდე 93 აბონენტს ახალქალაქის რაიონის სოფლებში აზმანა, ქარცები, აფნია.

11:00–დან 18:30 საათამდე 1 724 აბონენტს ახალქალაქში თავისუფლების, მაშტოცის, თბილისის, რუსთაველის და მიმდებარე ქუჩებზე.

სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |