საზოგადოება
ახალციხის, ასპინძის, ნინოწმინდის და ახალქალაქის სოფლებში დენი გაითიშება (R)
"ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 აპრილს, 11:00-დან 18:30 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 2 275 აბონენტს ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონის სოფლებში ხანდო, ვარევანი, ყაურმა, კარწახი, ბოზალი და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 18:30 საათამდე 395 აბონენტს ასპინძის რაიონის სოფლებში დამალა და იდუმალა.

11:00-დან 03:15 საათამდე 2 699 აბონენტს ახალციხის რაიონის სოფლებში აწყური, თისელი, ზიკილია, მუგარეთი, ახალშენი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |