სოფლის მეურნეობა
ოშორაში პრობლემების მოგვარებას ითხოვენ
ასპინძის რაიონის სოფელ ოშორის მოსახლეობას, 11 თებერვალს, ასპინძის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები შეხვდნენ.

სამსახურის თანამშრომლებმა მოსახლეობასთან სახელმწიფო პროგრამების შესახებ ისაუბრეს და მოსახლეობის კითხვებს უპასუხეს. ოშორელებს ძირითადად სასოფლო-სამეურნეო კულტურების სწორი აგროტექნიკა, კულტურათა მონაცვლეობა, მავნებლებთან (აზიური ფაროსანა) ბრძოლის ღონისძიებები აინტერესებდათ.



ადგილობრივებმა სოფელში არსებული სხვადასხვა სახის პრობლემების მოგვარება ითხოვეს.
| Print |