Error
სოფლის მეურნეობა
,,კოოპერატივმა კოდმა" კონკურსში გაიმარჯვა
,,კოოპერატივი კოდი“ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს JICA-ს მინი საგრანტო კონკურსის გამარჯვებული გახდა.
დღეს, JICA-ს სააგენტოს წარმოამდგენლებმა ,,კოოპერატივ კოდს“ ფუტკრების ხელოვნური განაყოფიერების მიკროსკოპი, თაროები, ინკუბატორი და 100 საინფორმაციო ფლაერი გადასცა, სადაც ქართული თაფლის მესხური ქვე პოპულაციის პრობლემატური საკითხებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებაა საუბარი.

,,იაპონიიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს JICA-ს მინი საგრანტო პროგრამის ფარგლებში გადაცემული აპარატურა ადგილობრივი ფუტკრის პოპულაციის მოდერნიზებასა და განვითარებაში დაგვეხმარება“ - ამბობს ,,კოოპერატივი კოდის“ წარმომადგენელი გიორგი მერაბიშვილი.

პროექტი 2017 წლიდან ხორციელდება და სამ რეგიონს, სამცხე-ჯავახეთს, რაჭასა და კახეთს მოიცავს. აგროტურიზმის შესახებ მინი პროქტის ბიუჯეტი 4 000 ამერიკული დოლარის ექვივალენტია.

პროექტის პირველ ეტაპზე მონაწილეები იაპონიაში, ჰოკაიოდეზე იმოყოფებოდნენ.


| Print |