სოფლის მეურნეობა
ზველში მგელმა ცხვრები დაგლიჯა
ასპინძაში, სოფელ ზველში, მგელმა მანუჩარ ზედგინიძეს ცხვრები შეუჭამა.

ფარას ჩამორჩენილი პირუტყვი მეპატრონემ ვეღარ იპოვნა. სოფლის რწმუნებული გენადი ზედგინიძე ამბობს, რომ სოფელში ცხვრების დაგლეჯვის ეს პირველი შემთხვევაა.

,,ფარას 10–მდე ცხვარი ჩამორჩა, სავარაუდოდ ტყეში დაიკარგნენ და პატრონმა ვეღარ მიაკვლია. დილით უკვე მხოლოდ ძვლებსა და ნარჩენებს მიაგნეს".

ნადირის და განსაკუთრებით მგლებისა და ტურების გამრავლების შესახებ ჩივიან მონადირეთა კავშირში. კავშირის თავმჯდომარე ნუგზარ ზედგინიძე აცხადებს, რომ შეზღუდვები ზოგიერთ გარეულ ცხოველზე უნდა გაუქმდეს.

,,ხალხს ეშინია, რადგან ინფორმაცია არ აქვს. ადამიანმა სპეციალურად კი არ უნდა მოკლას, არამედ ჩასაფრებით, როცა მგელი მოდის სოფელში და მას ზიანს აყენებს. მერე ეს უნდა დაფიქსირდეს მერიაში და შესაბამის უწყებებში. წელს ჩვენთან, დაშვებულია 8 მგლის მოკვლა, მაგრამ ამის შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია არ აქვს".
| Print |