სოფლის მეურნეობა
სამცხე-ჯავახეთში ხუთ კოოპერატივს ტექნიკა თანადაფინანსებით გადაეცა

 

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის 5 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს ტექნიკა და სათიბ-საძოვარი 25 წლიანი იჯარით გადაეცა.

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარესთან და სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულთან ერთად, ახალციხის მუნიციპალიტეტში კოოპერატივების მეპაიეებს შეხვდა და ტექნიკა გადასცა. 

კოოპერატივებმა 90 % -იანი თანადაფინანსებით მიიღეს ტრაქტორი გუთნით, როტაციული და სეგმენტური სათიბელათი, ფოცხით, მოთიბული მასის დამწნეხით და მისაბმელით ტვირთის ტრანსპორტირებისათვის.

კოოპერატივს, რომელშიც გაწევრიანებულია 200-ზე მეტი მეპაიე, მობილიზებული ფურების რაოდენობა კი 1 700-ს შეადგენს, პროგრამის ფარგლებში, 3 500 ჰა-ზე მეტი სათიბ-საძოვარი 25-წლიანი იჯარის უფლებით გადაეცა.

სახელმწიფო პროგრამაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 39 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია ჩართული.
| Print |